სიახლეები

აკადემიაში ჩარიცხულ იუნკერთა საყურადღებოდ!

აბიტურიენტები, რომლებმაც მოიპოვეს ეთა-ს იუნკერის სტატუსი, მიმდინარე წლის 8 სექტემბერს 11:00 საათზე უნდა გამოცხადდნენ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში, სადაც გაიმართება საინფორმაციო სახის შეხვედრა.

აღნიშნულ შეხვედრაზე იუნკერებს საშუალება ექნებათ პასუხები მიიღონ მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

შეხვედრაზე დასასწრებად მობრძანდით შემდეგ მისამართზე: გორი, ცხინვალის გზატკეცილი, 5 კმ.
ტელეფონი: 577 39 01 94; 2 30 52 85