დღეს დასრულდა ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების აკადემიის წარმომადგენლების ერთკვირიანი ვიზიტი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები ეროვნულ თავდცვის აკადემიას, სსიპ -სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრს „დელტა” და სსიპ - კადეტთა სამხედრო ლიცეუმს ესტუმრნენ. მათ ასევე მოინახულეს საქართველოს ისტორიული ადგილები და ღირსშესანიშნაობები.
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში აშშ-ს საჰაერო ძალების აკადემიის კადეტები საბაკალავრო სკოლის იუნკერებს შეხვდნენ. შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს აკადემიების ისტორია, სტრუქტურა და არსებული საგანმანათლებლო პროგრამები გააცნეს. ქართულმა მხარემ ამერიკელ სტუმრებს საქართველოს სამხედრო ისტორიაც გააცნო. კადეტებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ აკადემიის ინფრასტრუქტურა და პირადად გაცნობოდნენ აკადემიაში ცხოვრების პირობებს.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბატონმა ზურაბ აგლაძემ სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.