დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ჩარიცხული იუნკერებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე იუნკერებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ აკადემიის ისტორიას, სასწავლო პროცესისა და საცხოვრებელი პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციასა და უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში სწავლის უპირატესობებს.
შეხვედრის ბოლოს, იუნკერებმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან გააფორმეს 10 წლიანი ხელშეკრულება, რაც ითვალისწინებს 4 წლიან სწავლებასა და 6 წლიან სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს.