დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ პოლონეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ჟანდარმერიის ხელმძღვანელი, გენერალ-მაიორი მიროსლავ როზმუსი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, პოლკოვნიკი არსენ ცუხიშვილი.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრები აკადემიის რექტორს, ბატონ ზურაბ აგლაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე გენერალ-მაიორ როზმუსს საშუალება მიეცა გაცნობოდა აკადემიის ისტორიას, სტრუქტურას, არსებულ სამხედრო და სამოქალაქო სკოლებსა და აკადემიის სამომავლო გეგმებს.
შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.