ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სამდღიანი ვიზიტით შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის წარმომადგენლები იმყოფებიან.
შვედ სტუმრებს აკადემიის რექტორმა, ბატონმა ზურაბ აგლაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ერთმანეთს უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების ისტორია, სტრუქტურა, მიზნები და არსებული საგანმანათლებლო პროგრამები გააცნეს.
შეხვედრის ბოლოს სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.
ვიზიტის ფარგლებში, შვედეთის ეროვნული თავდაცვის კოლეჯის წარმომადგენლები ქართველ კოლეგებს გაუზიარებენ თავიანთ გამოცდილებას სამეცნიერო კვლევების ჩატარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე განიხილავენ სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს.