სიახლეები

უელსის 160-ე ბრიგადის მეთაურის ვიზიტი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა უელსის 160-ე ბრიგადის მეთაური, ბრიგადირი მარტინ გემბელი.

სტუმარს აკადემიის კომენდანტმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის აკადემიებს შორის არსებული თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. ბრიგადირი მარტინ გემბელი ასევე გაეცნო ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორიას, სტრუქტურას, არსებულ სამხედრო და სამოქალაქო სკოლებსა და სასწავლო პროცესის მიმდინარეობას. 

შეხვედრის ბოლოს უელსის 160-ე ბრიგადის მეთაურმა აკადემიის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა.