სიახლეები

მოლდოვის თავდაცვის მინისტრის ვიზიტი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა მოლდოვის თავდაცვის მინისტრი, ბატონი ვალერიუ ტროენკო. მოლდოველ სტუმართან ერთად აკადემიაში იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ბატონი ირაკლი გეგეჭკორი.

მოლდოვის თავდაცვის მინისტრს აკადემიის კომენდანტმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ უმასპინძლა. შეხვედრაზე, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს აკადემიაში არსებულ სამხედრო და სამოქალაქო განათლებაზე.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ბატონმა ვალერიუმ აკადემიის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა.