ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრში აკადემიის სამხედრო ინსტრუქტორებისთვის ტარდება ორდღიანი სემინარი, თემაზე: „სამხედრო ხელოვნების ისტორია“. სემინარის ფარგლებში, განხილული იქნება სამხედრო ისტორიის მნიშვნელობა და მისი შესწავლის საუკეთესო პრაქტიკა.
სამხედრო ინსტრუქტორებისთვის სემინარს ამერიკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის, სამხედრო ისტორიისა და სტრატეგიის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი მაიკ პაველეკი ჩაატარებს.
აღნიშნული სემინარი ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამას (DEEP) შორის შეთანხმებული სამოქმედო გეგმის შემადგენელი ნაწილია.