სიახლეები

შვედეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსის ვიზიტი აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა შვედეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ანდერს ბრანსტრომი. შვედ გენერალს აკადემიის კომენდანტმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ უმასპინძლა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ გენერალ-მაიორ ბრანსტრომს აკადემიის დაარსების ისტორია, სტრუქტურა, არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, საერთაშორისო კუთხით გატარებული ღონისძიებები და აკადემიის სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრის ბოლოს, შვედეთის არმიის გენერალური შტაბის უფროსმა აკადემიის ინფრასტრუქტურა და მატერიალ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერა.