ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ეროვნული თავდაცვის აკადემიის მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის ორდღიანი საველე-სიტუაციური სწავლება გაიმართა.
საველე-სიტუაციური სწავლება შედგებოდა ორი ეტაპისგან: პირველი ეტაპი მოიცავდა მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის მსმენელების მიერ საბრძოლო ბრძანების დამუშავებას.
მეორე ეტაპი, კაპიტნის საკარიერო სკოლის ინსტრუქტორების მიერ შერჩეული საუკეთესო ოპერატიული ბრძანების პრაქტიკული საველე სიტუაციური სწავლება ძალების მიზიდვით აღსრულებას დაეთმო, სადაც ჩართულები იყვნენ I ქვეითი ბრიგადის 12 ბატალიონის ქვეითი ასეული და სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების ჯგუფი.
მანევრის კაპიტნის საკარიერიო კურსის მიზანია ქვეითი და მექანიზებული ქვედანაყოფებისათვის ასეულის მეთაურების, ასევე, ბატალიონებისა და ბრიგადების შტაბის ოფიცრების მომზადება. კურსზე სამხედრო მოსამსახურეები სხვადასხვა ქვედანაყოფებიდან არიან მოვლინებული.