სიახლეები

სწავლება აკადემიის სამხედრო ინსტრუქტორებისთვის

ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და ნატოს სამხედრო განათლების განვითარების პროგრამას (DEEP) შორის შეთანხმებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრში აკადემიის სამხედრო ინსტრუქტორებისთვის ტარდება სამდღიანი სწავლება, თემაზე: „ასიმეტრიული ომი“.

სამხედრო ინსტრუქტორებისთვის სემინარს ამერიკის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტის, ისტორიის დეპარტამენტის უფროსი, დოქტორი ქის დიქსონი ჩაატარებს.

აღნიშნული სწავლება დაეთმობა დასავლეთის დამოკიდებულებას ასიმეტრიული ომის მიმართ და მისი წარმართვის ხელოვნების განხილვას.