სიახლეები

განაცხადი

განაცხადი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „სპორტული კლუბი არმია“ ქვეყნის შიდა და საერთაშორისო საკალათბურთო სპორტულ ტურნირებში მონაწილეობის უფლების გადაცემის შესახებ

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია (ა(ა)იპ - „სპორტული კლუბი არმია“ დამფუძნებელი) აცხადებს საჯარო კონკურსს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - „სპორტული კლუბი არმიას“ ქვეყნის შიდა და საერთაშორისო საკალათბურთო სპორტულ ტურნირებში მონაწილეობის უფლების გადაცემის შესახებ.

  • საკალათბურთო სპორტულ ტურნირებში მონაწილეობაზე დაინტერესებულ სუბიექტებს უფლება აქვთ წარმოადგინონ წინადადებები ელექტრონულ მისამართზე ([email protected]) ან/და მატერიალური სახით სსიპ - დავით აღმაშენებლის nსახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში (მისამართი: ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-5კმ., ტელეფონი: +995 5 77 19 92 05; +995 32 2 30 52 85) 2014 წლის 20 ოქტომბრამდე.

კონკურსის საგანი:

საუკეთესო წინადადების წარმომდგენ სუბიექტს ა(ა)იპ - „სპორტული კლუბი არმია“ გადასცემს ქვეყნის შიდა და საერთაშორისო საკალათბურთო ტურნირებში სპორტულ კლუბი არმიას ნაცვლად მონაწილეობის უფლებას.

კონკურსის პირობები:

  1. დაინტერესებული სუბიექტი კისრულობს ვალდებულებას შესაბამისი უფლების მოპოვებიდან არანაკლებ 5 (ხუთი) წლის განმავლობაში შეინარჩუნოს საკალათბურთო საქმიანობის პროფილი. 
  2. დაინტერესებულმა სუბიექტმა უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 5 წლიანი ხედვა სპორტულ კლუბ არმიას სანაცვლოდ ქვეყნის შიდა და საერთაშორისო საკალათბურთო სპორტულ ტურნირებში მონაწილეობის პერსპექტივებზე.


დაინტერესებული სუბიექტების მიერ წარმოდგენილ წინადადებებ განიხლავს და საუკეთესოს გამოავლენს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისია.

წარმოდგენილ წინადადებებს კომისია განიხილავს 2014 წლის 20 ოქტომბერს სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში (ქ. გორი, ცხინვალის გზატკეცილი, მე-5 კმ.).

საუკეთესო წინადადების ავტორად მიჩნეულ დაინტერესებულ პირთან ააიპ - სპორტული კლუბი არმია გააფორმებს შესაბამის შეთანხმებას კონკურსის საგნის თაობაზე.


საკონტაქტო ინფორმაცია:

ტელეფონი: +995 5 77 19 92 05; +995 32 2 30 52 85