სიახლეები

სასწავლო წლის დასაწყისი საბაკალავრო სკოლაში

დღეს, ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლაში სასწავლო წელი დაიწყო.

იუნკერებს დღევანდელი დღე აკადემიის რექტორმა, ბატონმა ზურაბ აგლაძემ, რექტორის მოადგილემ, ბატონმა ერეკლე ჩიგოგიძემ და საბაკალავრო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა მანანა მაღრაძემ მიულოცეს.

პირველკურსელებს აკადემიისგან გადაეცათ პერსონალური კომპიუტერები.

ოთხწლიანი სწავლის დასრულების შემდეგ საბაკალავრო სკოლის კურსდამთავრებულებს მიენიჭებათ ბაკალავრის ხარისხი და ლეიტენანტის სამხედრო წოდება.