სიახლეები

სწავლება გენდერულ თანასწორობასა და გაეროს უშიშროების საბჭოს № 1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციებთან დაკავშირებით

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ჩატარდა სწავლება გენდერულ თანასწორობასა და გაეროს უშიშროების საბჭოს № 1325, 1820, 1888, 1889 და 1960 რეზოლუციებთან დაკავშირებით, სადაც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის მიერ ჩატარებული გენდერული მრჩევლის არჩევნებში გამარჯვებული პირები.

აღნიშნული პირები წარმოადგენენ თავდაცვის სამინისტროში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებში უკვე არსებული გენდერული მრჩევლების მეწყვილეებს.

გენდერული მრჩევლებისათვის სწავლება ჩაატარეს თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის მონიტორინგის ჯგუფის წევრებმა, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაია ავალიანმა და თავდაცვის სამინისტროს საერთაშორისო სამართლის სამმართველოს უფროსმა, ბატონმა გიორგი ამანათიძემ.

ამ ეტაპისთვის თავდაცვის სფეროში დაცულია გენდერული მრჩევლების სქესთა შორის ბალანსი, რაც ხელს შეუწყობს თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგიით განსაზღვრული ამოცანების ეფექტურ შესრულებას.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის (DCAF) თანამშრომლობის ფარგლებში, 30-31 ოქტომბერს ჩატარდება სწავლების მეორე ნაწილი, რომელსაც  ყველა გენდერული მრჩეველი დაესწრება.