სიახლეები

ოფიცერის მომზადების საკანდიდატო კურსის საველე-პრაქტიკული სწავლება

ეროვნული თავდაცვის აკადემიის ოფიცერის მომზადების საკანდიდატო კურსის მსმენელებმა ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე გაიარეს ერთკვირიანი საველე-პრაქტიკული სწავლება.

საველე გასვლა მიზნად ისახავს თეორიული ცოდნის პრაქტიკულ განხორციელებას. ერთკვირიანი სწავლების ფარგლებში, კურსის მსმენელებმა გაიარეს მეცადინეობები ტაქტიკურ გადაადგილებაში, შენობის იზოლირებაში, შენობაში შესვლასა და მოწინააღმდეგისგან გაწმენდაში. 

სწავლების ბოლოს მსმენელებს ჩაუტარდათ შემაჯამებელი სიტუაციური სწავლება „შეტევა დასახლებულ პუნქტში“.