დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი სახის ვიზიტით სსიპ - ქალაქ თბილისის 26-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ.
აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერებმა მოსწავლეებისათვის პრეზენტაცია ჩაატარეს. სტუმრებს ასევე საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
აღნიშნული ვიზიტი არასამთავრობო ორგანიზაცია „შეიარაღებული ძალების მხარდაჭერისთვის“ პროექტის „ერთი დღე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში“ ფარგლებში განხორციელდა. პროექტი მიზნად ისახავს ჯარის პოპულარიზაციას სკოლის მოსწავლეებში.