დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გაცნობითი სახის ვიზიტით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, სტუმრები აკადემიის ხელმძღვანელობას შეხვდნენ. მათ საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ აკადემიის ისტორიას, სტრუქტურასა და ზოგად საქმიანობას, ასევე საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებს.
სამინისტროს ახალმა თანამშრომლებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს აკადემიაში არსებული, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო სკოლებთან დაკავშირებით.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.