სიახლეები

ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი აკადემიაში

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ევროკავშირის სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პატრიკ დე რუზიე.

გენერალ დე რუზიესთან ერთად აკადემიაში იმყოფებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი გიორგი კბილცეცხლაშვილი. სტუმრებს აკადემიის კომენდანტმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ უმასპინძლა.

სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ საბაკალავრო სკოლის იუნკერებს ლექცია წაუკითხა თემაზე „საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის გამოწვევები და მომავალი“. ლექციის ბოლოს გენერალმა იუნკერების კითხვებსაც უპასუხა.