სიახლეები

დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ კანადის სამხედრო ატაშე, კაპიტანი ივან ალაინი და იტალიის თავდაცვის ატაშეს მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი გაბრიელ იემა.

სტუმრებს აკადემიის კომენდანტის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვასილ კოპეიკინმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ სტუმრებს აკადემიის სტრუქტურა, არსებული სამხედრო და სამოქალაქო სკოლები, საერთაშორისო კუთხით გატარებული ღონისძიებები და აკადემიის სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრის შემდეგ, იტალიის თავდაცვის ატაშეს მოადგილე უმცროს ოფიცერთა სკოლის სამხედრო პოლიციის მომზადების კურსის საველე სწავლებას დაესწრო.