სიახლეები

იუნკერების სპექტაკლი თავდაცვის სამინისტროში

დღეს, თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში სპექტაკლის „დასაწყისი“ ჩვენება გაიმართა. ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებმა XI საუკუნის ბოლო პერიოდის საქართველოს ისტორია და დავით IV აღმაშენებლის ტახტზე ასვლის პერიოდი სცენაზე გააცოცხლეს. იუნკერებმა სცენარი საქართველოს ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით შექმნეს. 

სპექტაკლის პრემიერას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე გოჩა რატიანი, გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია, გენერალური შტაბისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის ხელმძღვანელი პირები, იუნკერთა მშობლები და ახლობლები დაესწრნენ.