ქალთა ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი კამპანიის ფარგლებში, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის თანამშრომლობით, დღეს, გაცნობითი სახის შეხვედრით აკადემიაში სხვადასხვა საჯარო სექტორის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
სტუმრებს აკადემიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქალბატონმა მაია ავალიანმა უმასპინძლა.
სტუმრებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ აკადემიის სტრუქტურას, არსებულ სამხედრო და სამოქალაქო სკოლებსა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის მიერ გენდერული თანასწორობის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს.
შეხვედრის ბოლოს, საჯარო სექტორის წარმომადგენლებმა აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს.