სიახლეები

სასწავლო ბატალიონის საველე-პრაქტიკული სწავლება

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის ერთკვირიანი საველე სწავლება გაიმართა. აღნიშნულ სწავლებაში მონაწილეობა მიიღო სასწავლო ბატალიონის მეორე კურსის 120 იუნკერმა.

საველე გასვლა მიზნად ისახავს მიღებული თეორიული ცოდნის პრაქტიკულ განხორციელებას.  სწავლების ფარგლებში, იუნკერებს  სასწავლო გეგმით განსაზღვრული პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდათ, რაც მოიცავდა გადადგილების წყობებსა და ხერხებს, სახიფათო ზონის გადალახვას, ჩასაფრებაზე რეაგირებასა და დანაღმულ მავთულხლართებიან დაბრკოლებათა გადალახვას.

სწავლების პერიოდში იუნკერები მოქმედებდნენ და ფასდებოდნენ როგორც ინდივიდუალურ, ისე ჯგუფის ათეულისა მეთაურის როლში.