ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები 2015-2016 სასწავლო წელს საბაკალავრო სკოლის სასწავლო პროგრამებზე მიღებასთან დაკავშირებით გაცნობითი სახის ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ვიზიტის ფარგლებში, აკადემიის წარმომადგენლები ადგილობრივ აბიტურიენტებს შეხვდნენ და მათ აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები და მიღების პირობები გააცნეს. ახალგაზრდებმა ასევე მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.