დღეს, გაცნობითი სახის ვიზიტით ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ქალაქ ქარელის საჯარო სკოლების მოსწავლეები. მოსწავლეებს საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ საბაკალავრო სკოლაში მიმდინარე სასწავლო პროცესსა და იუნკერების დღის განრიგს, მათ ასევე მოინახულეს აკადემიის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა.
აღნიშნული ვიზიტი, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის პროგრამის „პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა“ ფარგლებში განხორციელდა. პროგრამა სკოლის მოსწავლეებს ეხმარება მომავალი პროფესიის არჩევასა და კარიერის დაგეგმვაში.