სიახლეები

საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტთა სამეთაურო მომზადების პროგრამა

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სერჟანტთა სამეთაურო მომზადების ერთკვირიანი პროგრამა დასრულდა. სასწავლო პროგრამა საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტებისთვის სამეთაურო უნარ-ჩვევების განვითარებას ისახავდა მიზნად.

პროგრამაში მონაწილეობა საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის, ეროვნული თავდაცვის აკადემიისა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმის სერჟანტთა შემადგენლობამ მიიღო. სერჟანტები საქართველოსა და ნატოს წევრ ქვეყნებში არსებულ შეიარაღებული ძალებისა და სერჟანტთა საგანმანათლებლო სისტემას გაეცნენ. მათ, ასევე, განიხილეს სამხედრო უსაფრთხოებისა და სტრატეგიის, ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების საკითხები.

ერთკვირიანი პროგრამის ფარგლებში, სერჟანტებს გლობალურ დათბობასა და მასობრივი დაზიანების იარაღის შექმნასთან დაკავშირებით ლექციებიც ჩაუტარდათ.