დღეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გოჩა რატიანმა ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორი, ირაკლი გეგეჭკორი წარადგინა.
ირაკლი გეგეჭკორს სახელმწიფო უშიშროების სამსახურსა და დაზვერვის სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2012-2014 წლებში მას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობა ეკავა.