ეროვნულ თავდაცვის აკადემიასა და საფრანგეთის სან-სირის სამხედრო აკადემიას შორის არსებული ურთიერთშეთანხმების ფარგლებში, აკადემიაში სტუმრად იმყოფებიან ფრანგი კადეტები.
დღეს, ფრანგ კადეტებსა და იუნკერებს შორის გაცნობითი სახის შეხვედრა გაიმართა, სადაც მხარეებმა ერთმანეთს უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების ისტორია, არსებული სკოლები და სასწავლო პროგრამები გააცნეს.
3 კვირიანი სტაჟირების ფარგლებში, ფრანგი კადეტები ქართველ იუნკერებთან ერთად დაესწრებიან ინგლისური ენისა და ფიზიკური მომზადების პროგრამებს, ასევე საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში გაივლიან მთაში სროლის ერთკვირიან სწავლებას.
აღნიშნული სახის სტაჟირება, აკადემიაში უკვე მეოთხედ ტარდება.