სიახლეები

სომხეთის რესპუბლიკის დელეგაციის ვიზიტი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ბატონი დავით ტონოიანი და სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტი ენრიკო აპრიამოვი.

სტუმრებს აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ირაკლი გეგეჭკორმა უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში, ბატონი დავით ტონოიანი აკადემიის იუნკერებსაც შეხვდა და მათ ლექცია წაუკითხა თემაზე: „რეგიონალური უსაფრთხოება - სომხეთის პერსპექტივები“.