სიახლეები

კინოჩვენება ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში „ჯარის მეგობართა საზოგადოების“ პროექტის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროსა და კინოცენტრს შორის არსებული მემორანდუმის საფუძველზე, აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერებისთვის რეჟისორ თენგიზ აბულაძის ფილმის “ნატვრის ხე” ჩვენება გაიმართა.

კინოჩვენებას თენგიზ აბულაძის ქალიშვილი,  მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის მსახიობი, ქალბატონი ქეთევან აბულაძე და ფილმში მონაწილე მსახიობები, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, სახალხო არტისტი, კოტე მარჯანიშვილისა და რუსთაველის სახელობის პრემიების ლაურეატი, ბატონი კახი კავსაძე, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, ბატონი გივი ბერიკაშვილი, ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, საქართველოს დამსახურებული არტისტი, ბატონი ჯემალ ღაღანიძე დაესწრნენ.

ფილმის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა იუნკერებს ფილმის გადაღების პროცესში მომხდარი საინტერესო ისტორიები უამბეს და მათ შეკითხვებსაც უპასუხეს.

თავდაცვის უწყების ერთ-ერთი პრიორიტეტია სამხედრო მოსამსახურეთა განათლების დონის ამაღლება. ამ მიზნით, მათთვის მსგავსი ტიპის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები ინტენსიურად ხორციელდება.