სიახლეები

კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კადეტები ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, გაცნობითი სახის ვიზიტით ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ სსიპ - გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედო ლიცეუმის მე-3 კურსის კადეტები. სტუმრებს აკადემიის რექტორის მოადგილემ, ბატონმა ერეკლე ჩიგოგიძემ უმასპინძლა.

საბაკალავრო სკოლის დირექტორმა, ქალბატონმა  მანანა მაღრაძემ და სასწავლო სამმართველოს უფროსმა, ქალბატონმა მარიამ დარბაიძემ კადეტებს აკადემიაში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები, იუნკერების დღის განრიგი  და სკოლაში მიღების პირობები გააცნეს.

შეხვედრის ბოლოს, საბაკალავრო სკოლის იუნკერებმა კადეტებს აკადემიის მატერიალუ-ტექნიკური ბაზა დაათვალიერებინეს.