სიახლეები

გიორგი ოთხმეზური და როსტომ ჩხეიძე ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი გიორგი ოთხმეზური და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ბატონი როსტომ ჩხეიძე.

სტუმრებმა საბაკალავრო სკოლის იუნკერებს ლექცია წაუკითხეს თემაზე „25 თებერვლის ტრაგედიის მიზეზები“. მათ ყურადღება გაამახვილეს 1918-1921 წლის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობასა და საქართველოს იმ დროინდელი მთავრობის ქმედებებზე.

ლექციის ბოლოს, ბატონმა გიორგიმ და ბატონმა როსტომმა იუნკერების შეკითხვებსაც უპასუხეს.