სიახლეები

სასწავლო ბატალიონის საველე პრაქტიკული სწავლება

ორფოლოს სამხედრო პოლიგონზე ჩატარდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო ბატალიონის მესამე კურსის იუნკერების საველე პრაქტიკული სწავლება „მექანიზებული ოცეულის მოქმედება შეტევაში“.

ერთკვირიანი სწავლების ფარგლებში, იუნკერებს ჩაუტარდათ მეცადინეობები თავდაცვის პოზიციების დაკავებასა და მომზადებაში, ოცეულის შეტევაში, ოცეულის ოპერატიული ბრძანების შემუშავებასა და გაცემა მაკეტზე. მათ ასევე გაიარეს ჯავშანსატანკო და საცეცხლე მომზადებები.