სიახლეები

დავით აღმაშენებლისადმი მიძღვნილი საღამო

დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საბაკალავრო სკოლის იუნკერებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი საღამო გამართეს, სადაც მათ დავითზე, როგორც პიროვნებაზე ისაუბრეს.
საღამო მუსიკალურად გააფორმა თავდაცვის სამინისტროს მთავარანგელოზთა დასის სახელობის ტაძრის მგალობელთა გუნდმა "ტაო".
ღონისძიების ბოლოს იუნკერებს სიტყვით მიმართეს აკადემიის რექტორმა, ბატონმა ირაკლი გეგეჭკორმა და შეიარაღებული ძალების მთავარმა კაპელანმა, მამა დავითმა.