დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა თბილისის აპოლო ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი, ბატონი გიორგი გუგუშვილი.
სტუმარს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ირაკლი გეგეჭკორმა უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, ბატონი გიორგი ეროვნული თავდაცვის აკადემიის საბაკალავრო სკოლის იუნკერების ხატვის გაკვეთილს დაესწრო, სადაც მათ მხატვრობასა და მისი განვითარების ისტორიაზე ესაუბრა, ასევე დაათვალიერა იუნკერების ნამუშევრები და მათ პროფესიული რჩევებიც მისცა.