სიახლეები

ევროპის საგარეო მოქმედებათა სამსახურის წარმომადგენლების ვიზიტი

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა ევროპის საგარეო მოქმედებათა სამსახურის კრიზისების მართვისა და დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელი, ბატონი გაბორ იკლოდი.

სტუმარს აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ირაკლი გეგეჭკორმა უმასპინძლა.

ხელმძღვანელობასთან გაცნობითი სახის შეხვედრაზე საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს უფროსმა, ნათია გვენეტაძემ სტუმარს პრეზენტაცია წარუდგინა აკადემიის ისტორიისა და საქმიანობის შესახებ.

შეხვედრის შემდგომ, ბატონმა გაბორ იკლოდიმ საბაკალავრო სკოლის იუნკერებისთვის ლექცია წაიკითხა თემაზე: „საერთო უსაფრთხოება და თავდაცვის პოლიტიკა“.