საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა გერმანიის ქვეითთა მომზადების ცენტრის მეთაური, გენერალ იოჰანეს ჰაგემანი.
გერმანელი სტუმარი აკადემიისა და სამხედრო სკოლების ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრაზე, ქართულმა მხარემ სტუმარს პრეზენტაცია წარუდგინა აკადემიის ისტორიის, სტრუქტურის, არსებული სამხედრო სკოლებისა და საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, გენერალმა ჰაგემანმა აკადემიის წარმომადგენლებს პროფესიული გამოცდილება გაუზიარა.