სიახლეები

სამეთაურო-საშტაბო სკოლის პრაქტიკული სწავლება

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ სიმულაციურ ცენტრში დასრულდა ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო-საშტაბო სკოლის გეგმით გათვალისწინებული ბრიგადის ოპერაციების პრაქტიკული სწავლება. სამკვირიანი სწავლება შედგებოდა სამი ეტაპისგან - ზემდგომი შტაბის ბრძანების საფუძველზე დაგეგმვის პროცესი, რეპეტიციები და აღსრულება.

სწავლების განმავლობაში მსმენელებმა უშუალოდ დაგეგმეს და აღასრულეს ბრიგადის ოპერაციები. აღნიშნული სწავლება ემსახურება სამეთაურო-საშტაბო უნარების დახვეწას ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებისა და ოპერაციის სასურველი საბოლოო შედეგის მიღწევის მიზნით.