სიახლეები

აბიტურიენტთა საყურადღებოდ!

მიმდინარე წლის 12 მარტს 14:00 საათზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა.

აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ დეტალური ინფორმაცია მიიღონ ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში არსებულ სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებით.

შეხვედრაზე დასასწრებად მობრძანდით შემდეგ მისამართზე: თბილისი, უზნაძის 117ა.

გთხოვთ თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.