საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა გერმანიის სამხედრო პოლიციის წარმომადგენელი, პოლკოვნიკი ჰეიკო ლუდვიგ ტისერი.
ეროვნული თავდაცვის აკადემიის უმცროს ოფიცერთა სკოლის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა გოჩა ბერაძემ გერმანელ სტუმრებს პრეზენტაცია წარუდგინა სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის მოსამსახურეთა გადამზადების პროგრამის შესახებ.
პრეზენტაციის შემდეგ, სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.