დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე.
სტუმარს აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ირაკლი გეგეჭკორმა უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, ვიცე-პოლკოვნიკი კიკნაძე საბაკალავრო სკოლის მეოთხე კურსის იუნკერებს შეხვდა. შეხვედრის მსვლელობისას სტუმარმა სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარების ისტორიის, სტრუქტურისა და წამყვანი ქვეყნების სპეციალური ქვედანაყოფების შესახებ ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს მომავალმა ოფიცრებმა სტუმარს კითხვები დაუსვეს მის დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურული ერთეულის ზოგადი საქმიანობის შესახებ.