სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემიის განცხადება

ეროვნული თავდაცვის აკადემია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიის ორი ქართველი მსმენელის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილების ოჯახებს.

რიგითი სოსო ალექსანდრეს ძე მაკარიძე და რიგითი ბესარიონ კახას ძე გორჯოლაძე ნიუ-ჯერსის შტატში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ.

ორივე ახალგაზრდა ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მსმენელად ირიცხებოდა და აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში სწავლობდა.

რიგითი სოსო მაკარიძე ნიუ-ჯერსიში აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის IV დამამთავრებელი კურსის მსმენელი იყო. ის აკადემიაში 2011 წლიდან სწავლობდა. II კურსის მსმენელი, რიგითი ბესარიონ გორჯოლაძე სანაპირო დაცვის აკადემიაში 2013 წლიდან ირიცხებოდა.