დღეს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრში სტრატეგიული დაგეგმვის სემინარი დაიწყო. ტრენინგი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლევან ღირსიაშვილმა გახსნა. სიტყვით გამოსვლისას მან სემინარის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს წარმატებები უსურვა.
ტრენინგის მიზანს სტრატეგიული დაგეგმვის უნარ-ჩვევების გამომუშავება წარმოადგენს. კურსი თავდაცვის უწყების სისტემის სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში მონაწილე პირებისთვის არის განკუთვნილი. სემინარს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის პროექტის ლიდერებიც ესწრებიან. ტრენინგს კრენფილდის უნივერსიტეტის პროფესორი, ანა ფიცჯერალდი უძღვება.
სამდღიანი სემინარი დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებითა და გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერით იმართება.