სიახლეები

საინფორმაციო შეხვედრა აბიტურიენტებისთვის

2015-2016 სასწავლო წელს საბაკალავრო სკოლაში მიღებასთან დაკავშირებული სარეკლამო კამნპანიის ფარგლებში, დღეს, თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ აბიტურიენტები თბილისის სხვადასხვა სკოლებიდან. აკადემიის წარმომადგენლებმა ახალგაზრდებს პრეზენტაცია წარუდგინეს საბაკალავრო სკოლაში მიღების პირობების, არსებული საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამების შესახებ. პრეზენტაციის მეორე ნახევარი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში საბუთების მიღება 31 მარტიდან 19 ივნისის ჩათვლით იწარმოებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე აბიტურიენტები გაივლიან აკადემიის შიდა ტურებს: სამედიცინო შემოწმება, გასაუბრება და ფიზიკური მომზადება. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბარდება შემდეგი საგნები - ქართული ენა, ზოგადი უნარები, უცხო ენა და მათემატიკა.

2015-2016 აკადემიური წლისთვის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში მიღება ხორციელდება მენეჯმენტისა და ინფორმატიკის საბაკალავრო პროგრამებზე. იუნკერები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საცხოვრებელი ადგილით, კვებით, ფორმითა და სამედიცინო მომსახურებით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

აკადემიის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული იღებს ბაკალავრის ხარისხსა და ლეიტენანტის სამხედრო წოდებას. ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო აფინანსებს.