სიახლეები

ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები რეგიონებში

ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლები, 2015-2016 სასწავლო წელს საბაკალავრო სკოლაში მიღებასთან დაკავშირებული სარეკლამო კამპანიის ფარგლებში, განაგრძობენ შეხვედრებს აბიტურიენტებთან.

ამჯერად აკადემიის წარმომადგენლები სტუმრად იმყოფებოდნენ საქართველოს რეგიონებში. მათ ადგილობრივ აბიტურიენტებს გააცნეს საბაკალავრო სკოლაში მიღების პირობები, არსებული საგანმანათლებლო და გაცვლითი პროგრამები.

ახალგაზრდებმა ასევე მიიღეს პასუხები მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.