სიახლეები

სანაპირო დაცვის აკადემიის დელეგაციის ვიზიტი

დღეს, გაცნობითი სახის ვიზიტით ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდა აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის დელეგაცია, კონტრადმირალ დევიდ კალაჰენის ხელმძღვანელობით.

სტუმრებს აკადემიის კომენდანტმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ უმასპინძლა და მათ პრეზენტაცია წარუდგინა სამხედრო სასწავლებლის ისტორიის, არსებული სამხედრო და სამოქალაქო სკოლებისა და საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით გატარებული ღონისძიებების შესახებ. შეხვედრაზე მხარეებმა აკადემიებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს, დელეგაციის წევრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.