დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციის „სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში“ წარმომადგენლები.
აღმასრულებელი საბჭოს წევრმა, ბატონმა ირაკლი მჭედლიშვილმა ორგანიზაციის სახელით აკადემიას საჩუქრად გადასცა ქართულ და ინგლისურ ენოვანი წიგნები: „საქართველოს თავდაცვის სექტორის საპარლამენტო ზედამხეველობა“ და „საქართველოს უსაფრთხოების სექტორის სამართლებლივი საფუძვლები“.
აღნიშნული წიგნები შექმნილია სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში და შეიარაღებული ძალების დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრის მიერ.