სიახლეები

საერთაშორისო კვირეული ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში

23 მარტიდან 27 მარტის ჩათვლით ეროვნული თავდაცვის აკადემია მასპინძლობს საერთაშორისო კვირეულს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ ამერიკის, გერმანიის, ლიტვის, ლატვიისა და პოლონეთის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლების მსმენელები.
დღეს, მონაწილეებისთვის გაცნობითი სახის შეხვედრა ჩატარდა, სადაც მათ საშუალება მიეცათ გაცნობოდნენ საქართველოს ზოგად ისტორიას, კულტურასა და გეო-პოლიტიკურ მდგომარეობას. 
კვირეულის ფარგლებში, მონაწილეებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა სახის აკადემიური და კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები, რაც ხელს შეუწყობს მეგობრული და პროფესიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. 
ეროვნული თავდაცვის აკადემია სამომავლოდაც გეგმავს საერთაშორისო კვირეულის ჩატარებას.