საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სტუმრად იმყოფებოდნენ ამერიკის ეროვნული ომის კოლეჯის წარმომადგენლები.
კოლეჯის ინსტრუქტორებსა და მსმენელებს აკადემიის კომენდანტმა, პოლკოვნიკმა ნიკოლოზ აგლაძემ უმასპინძლა. ქართულმა მხარემ სტუმრებს უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში არსებული სამხედრო და სამოქალაქო სკოლების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ დელეგაციის წევრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.