სიახლეები

ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში

რამდენიმე სურათი ჩემი საქართველოში ვიზიტის ბოლო დღიდან. მოხიბლული ვარ არასამთავრობო ორგანიზაციის ქალთა საინფორმაციო ცენტრის საქმიანობით ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოების საკითხებში. ასევე დავესწარი ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გამართულ გენდერული მრჩევლების ტრენინგს - ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელსაც მხარს უჭერს ნატო და მასთან ერთად ნორვეგიელი, ჰოლანდიელი და ქართველი ექსპერტები გენდერის საკითხებში. დღე დავასრულე კითხვა-პასუხის სესიით, რომელიც ორგანიზებული იყო საქართველოს ატლანტიკური საბჭოს მიერ. აუდიტორიისგან მივიღე ძალიან საინტერესო კითხვები და შემოთავაზებები 1325 სამოქმედო გეგმის განმტკიცებასთან დაკავშირებით, რაც მოიცავს თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან. დიდი მადლობა ნატოს სამეკავშირეო ოფისს საქართველოში გაწეული მხარდაჭერისთვის.