ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ეროვნული თავდაცვის აკადემიის მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის ორდღიანი „პრაქტიკული საველე სიტუაციური სწავლება ძალების მიზიდვით“ გაიმართა.
კურსის მსმენელებმა, ასმეთაურის რანგში, დაგეგმეს ამოცანა, რომელიც მოიცავდა დასახლებულ პუნქტზე შეტევას. აღნიშნული დავალება შეასრულეს ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონის გაძლიერებულმა მოტორიზებულმა ასეულმა და სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების ჯგუფმა.
სწავლების დასრულების შემდეგ კაპიტნის საკარიერო სკოლის ინსტრუქტორებმა შეაფასეს, როგორც დაგეგმვის, ისე განხორციელების ხარისხი.
მანევრის კაპიტნის საკარიერიო კურსის მიზანია ქვეითი და მექანიზებული ქვედანაყოფებისათვის ასეულის მეთაურების, ასევე, ბატალიონებისა და ბრიგადების შტაბის ოფიცრების მომზადება.
კურსზე სამხედრო მოსამსახურეები მოვლინებულნი არიან სხვადასხვა ქვედანაყოფებიდან. მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი დაიწყო მიმდიანრე წლის 17 იანვარს და დასრულდება 20 ივნისს.